რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმზეა გადასული.
უხვი ნალექის გამო სოფლებში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 ერთეული ტექნიკა მუშაობს.
მერის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა.
მოხალისეთა ჯგუფები ადგილობრივ მარტოხელა მოხუცებს სახლების გადათოვლასა და პირველადი აუცილებლობის მქონე პრობლემების გადაჭრაში მაქსიმალურად ეხმარებიან.
უხვმა ნალექმა სირთულე შექმნა ელექტრო მომარაგებასთან დაკავშირებითაც. დილის მდგომარეობით,მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგია არ მიეწოდება 3000-მდე აბონენტს.
ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა არ არის.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
დღეს, მერიის სხდომათა დარბაზში, მერიის სამსახურებთან და მუნიციპალური ა( ა) იპების ხელმძღვანელებთან გაფართოებული თათბირი გაიმართა.