ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დილის 10 საათის მონაცემებით ქუთაისში ხმა 10 284-მა ამომრჩეველმა მისცა. წინა არჩევნებზე 10 საათის მონაცემებით უბნებზე მისული იყო 11 466 ამომრჩეველი.
ქალაქში გახსნილ 77 საარჩევნო უბანზე 153 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქუთაისში მერობის სამი კანდიდატია- დავით ერემეიშვილი- ,,ქართული ოცნება,, პაატა ზაქარეიშვილი- ,,გახარია საქართველოსთვის,, და გიორგი ამაღლობელი პარტია ,,საქართველოდან,,.