ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმა 49 652-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 32,47%-ია. წინა არჩევნებში ეს მონაცემი 44,53 % იყო.
საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში მხოლოდ ერთი საჩივარი შევიდა
სულ ქალაქში 153 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ხმის მიცემა 76 უბანია და ერთ სპეცუბანზე მიმდინარეობდა.
სპეცუბანი N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო გახსნილი.