„ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.
კვლევაში 987 რესპონდენტი მონაწილეობდა.
მონაცემები გახლავთ შემდეგი: „ქართული ოცნება“ – 44,7%;
„ნაციონალური მოძრაობა“ – 32,6%;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,1%;
„საქართველოსთვის“ 2,9%;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ -2,6%;
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2,5%;
„ლელო“ 2,3%;
„ევროპული საქართველო“ – 2,2%;
„მოქალაქეები“ – 1,5%;
„ლეიბორისტული პარტია“ – 1,5%;
„გირჩი“ – 0,4%;
„ერთიანი საქართველო“ – 0,4%;
სხვა პარტიები 3,3%.
,,ქუთაისში, საკრებულოს არჩევნები ამგვარი შედეგებით რომ დასრულდეს, 3%-იან საარჩევნო ბარიერს წარმოდგენილი შედეგების მიხედვით მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი გადალახავს და 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი; „ნაციონალური მოძრაობა“ – 11 მანდატი; „პატრიოტთა ალიანსი“ – ერთი მანდატი.
წარმოგიდგენთ მერობის კანდიდატების რეიტინგების შეწონილ მონაცემებს: „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი - 50.3%; „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე - 37.8%; სხვა დანარჩენები- 11.9%. როგორც ხედავთ, ჩვენს კანდიდატს აქვს ყველანაირი მონაცემი იმის, რომ პირველივე ტურში მერობის არჩევნებზე დამაჯერებლად გაიმარჯვოს. ასევე, თუ გავითვალისწინებთ პროპორციულ არჩევნებზე განაწილებულ ხმებს, ლოგიკურია, რომ 7-ივე მაჟორიტარს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ქუთაისის საკრებულოში დიდი უპირატესობა ექნება. თუმცა, ყველაფერი ამომრჩევლის ნებასა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული 2 ოქტომბერს,“– განაცხადა გივი მიქანაძემ.