უკრაინის მხარდასაჭერი აქციები გრძელდება. ამჯერად, მეგობარ სახელმწიფოს სოლიდარობა სამტრედიაში გამოუცხადეს. მოქალაქეები მემორიალთან შეიკრიბნენ და უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმეს. მათი თქმით, ამ რთულ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ მიზნით მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.