- პოლიტიკა
- გადასვლები: 620
ქუთაისის ბიუჯეტს სეკვესტრი ემუქრება-აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი
'ქუთაისში ეკონომიკა გაჩერებულია "- ასე გამოეხმაურა საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის 6 თვის შესულების ანგარიშსს.შუშანიას თქმით,ბიუჯეტს სეკვესტრი ემუქრება.ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ქუთაისში ყოველდღიურად მცირდება სამუშაო ადგილები . ქუთაისის მერიის ვალი 28 მილიონს შეადგენს და ეს ვალი დაუფარავია.
გიგა შუშანია პრემიერ -მინისტრის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა,რომლის მიხედვითაც მერების ხელფასი გაიზრდება.
"ეს არის უზნეობა და ცინიზმი ქუთაისელთა მიმართ და ნიშნავს იმას,რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის პირობებში ქუთაისი იგივე დღეში აღმოჩნდება მთელი 4 წლის განმავლობაში"-აღნიშნა შუშანიამ.