- პოლიტიკა
- გადასვლები: 995
მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელთა საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ.
„ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით. გვეიმედება შსს-ში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ მადლობა სამსახურისთვის! ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქეს. აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული და არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ასეთი არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომელზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, მეგობრებო, ჩვენი ხალხის, მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისთვის. მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებ, შვილებს, ოჯახის წევრებს, ვისი თანადგომითაც თქვენთვის ასე ძვირფასია თქვენი საქმიანობა. გილოცავთ პოლიციელის დღეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას გამორიცხავს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა არის და საზღვარგარეთ გადაყვანისთვის მიზეზი არ არსებობს.
„საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს. 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. იცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ციხეებში დაახლოებით 150 პატიმარი კვდებოდა. ეს მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული და მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის მომსახურებაც ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. იმას თავი რომ დავანებოთ, რომ პირდაპირ კლავდნენ 150 პატიმრიდან მინიმუმ ნახევარს - ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის, რომ 12-ჯერ არის შემცირებული სიკვდილიანობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიუთითებს იმას, რომ ჯანდაცვის მომსახურება ამ დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. შესაბამისად, ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის. აქედან გამომდინარე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ზუსტად ისეთივე მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ვიდრე სხვა 9500 პატიმარს“, - განაცხადა კობახიძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, უმრავლესობა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები, კანადა და შვეიცარია რუსეთის მიმართ ყველაზე არამეგობრულად განწყობილი ქვეყნები არიან.
„პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები, რომელმაც რუსეთს 1983 სანქცია დაუწესა, მეორე ადგილზეა კანადა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 1402 სანქცია შემოიღო, პირველ სამეულში შედის შვეიცარია, 1361 ანტირუსული სანქციით. სიაში შედის ასევე ბრიტანეთი (1360 სანქცია), ევროკავშირი (1199 სანქცია), ავსტრალია (1150) და იაპონია (902). ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესდა 10 536 სანქცია, 2022 წლის 24 თებერვლამდე - 2 754, შემდეგ კიდევ 7 782", - ნათქვამია ვოლოდინის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.
მისი მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგ „უკანონო სანქციების“ შემოღებით, ამ სახელმწიფოებმა გამოიწვიეს ფასების ზრდა ენერგორესურსებსა და საკვებზე.
„ესენი არიან მსოფლიოში არსებული პრობლემებისა და მომავალი კრიზისების მთავარი დამნაშავეები", - აცხადებს ვოლოდინი.
2021 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც საკრებულოს ახალარჩეული წევრები საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება რაც მიიღეს საკუთარი შრომის ანაზღაურების გაზრდა იყო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებაჟურნალისტი მარიამ.ნიკურაძე ჭიათურის პროტესტის მონაწილე პატიმარზე, გიორგი ნეფარიძეზე ინფორმაციას ავრცელებს. ,,გიორგიმ დარეკა ციხიდან, მხნედ ვართო.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებადღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას. გარემოს ეროვნული…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკამთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14…
სამშაბათი თებერვალი 24
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკაქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკა