ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია დღეს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, (EECMD) ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან და პროექტ "DRIVE Democracy"-ის მონაწილეებთან, 2022 წლის შუალედური ანგარიშით წარსდგა.
ირაკლი შენგელიამ საკრებულოს მუშაობის პრინციპებსა და იმ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც მეშვიდე მოწვევის საკრებულოს მიერ იქნა მიღებული.
განიხილეს ინსტიტუციური ცვლილებები და საკრებულოს დაკომპლექტების წესი,
სტრუქტურა და საქმიანობა,2022 წლის ბიუჯეტი,გენდერული თანასწორობის საბჭო,საკრებულოს საქმიანობის პრიორიტეტები,თანამშრომლობა და ჩართულობა.
" ადგილობრივი თვითმმართველობა, საკრებულო, როგორც წარმომადგენლობითი რგოლი, ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუციაა, რომელიც ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე.მმართველობის ღიაობა და გამჭირვალობა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ მუნიციპალურ პროგრამებსა და პრიორიტეტებზე , რასაც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს. მნიშვნელოვანია მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში."- აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.