- პოლიტიკა
- გადასვლები: 1207
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა,რომ
პოლარიზაციისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაგრძელება არ შეიძლება.
„მე, როცა პრეზიდენტად ამირჩიეს, გადავწყვიტე რეგიონებში მევლო და ჩვენს საზოგადოებასთან ბევრად უფრო ახლოს ვყოფილიყავი არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. ისე მოხდა, რომ ასე დავიწყე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გავაგრძელე. დაიწყო პანდემია, ხელი შეგვეშალა და წელს დავიწყეთ ხელახლა ამ ეროვნული თანხმობის პროცესის ირგვლივ შეხვედრების დაგეგმვა. როცა უნდა ჩავსულიყავით ახალციხეში, დაიწყო უკრაინაში ომი. ამის მიუხედავად, აუცილებელია გავაგრძელოთ ეს პროცესი. მაინტერესებს თქვენი ყველას მოსაზრება. თუ სადმე წარსულში, სამოქალაქო საზოგადოება არსებობდა, ეს არის ქუთაისი. აქ დაიწყო ყველა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოძრაობა. ჩვენც გვყავს ჩვენი დემოკრატიის მამები, რომლებიც, ძირითადად, ქუთაისიდან იყვნენ და აქ აყალიბებდნენ როგორი უნდა ყოფილიყო ქვეყანა, როგორი დამოუკიდებელი, რა პრინციპების მატარებელი. კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ყველა ეს პრინციპები, რომელზეც ვდგავართ და დღეს გვინდა გავაძლიეროთ, ეს პრინციპები აქ იწყება, ქუთაისიდან. აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ. ზემოდან არ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება, თქვენგან უნდა წამოვიდეს. ბევრ ახალგაზრდა სახეს ვხედავ და თქვენი, ახალგაზრდების მოვალეობაა, შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყველაფრისგან დამცველი იქნება. იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება? იარსებებს ყველა ის პრინციპი, რაც ჩამოვთვალე და ქმნის თანამედროვე სახელმწიფოს.
საიდან წამოვიდა ეროვნული თანხმობის იდეა? იქიდან, რომ არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო პოლარიზაცია და დაპირისპირება. არ შეიძლება რომ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ამ პოლარიზაციამ მიიღო მახინჯი ფორმა,.პრაქტიკულად არ არსებობს საკითხი, რომელზეც უცებ არ დაიწყება ეს დაპირისპირება და პოლარიზაცია, რომელიც იღებს საშინელ ფორმებს. ეს არ არის დისკუსია და მოსაზრებების შეჯერება, ეს პირდაპირ გადადის პერსონალურ ლანძღვაზე. ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ ვართ შეთანხმებული არც წარსულზე, არც აწმყოსა და არც მომავალზე. ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ ვარგა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, ეს რომ არ დაუშვას ამ საზოგადოებაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ფოტო-სოფო ოდიკაძე
პრეზიდენტის შეხვედრა სტუდენტებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან დასრულდა. შეხვედრა თემაზე"ეროვნული თანხმობის პროცესი ევროინტეგრაციის ჭრილში" ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.თავდაპირვლად შეკრებილ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.მისი გამოსვლის შემდეგ შეხვედრა დამსწრეთა მოსაზრებების მოსმენით გაგრძელდა.
ჩვენმა ხალხმა რუსეთის ფედერაციასთან უკვე 3-ჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ - ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე, მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ ქვეყანაში არანაირი ომი არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა იყოს.
„ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ეს არის უპირველესი საფუძველთა საფუძველი. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი არ იქნება. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა რუსეთის ფედერაციასთან უკვე 3-ჯერ იომა, შეიძლება ასე ითქვას. დაწყებული 90-იან წლებში, შემდეგ შიდა ომი, სამოქალაქო ომი, ათასი უბედურება გადავიტანეთ. შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გამოიწვია და დღემდე ეს გრძელდება.
ამას ჩვენ კარგი ანალიზი თუ არ გავუკეთეთ და ჩვენ თუ კიდევ ეს უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა გავაგრძელეთ, მათ შორის, შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ გრძელვადიანი მშვიდობა იქნება, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში. პირიქით, იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა,“ - განაცხადა პრემიერმა.
ამ წუთებში ქუთაისში ,ლადო მესხიშვილის თეატრში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.
პრეზიდენტმა ეროვნული თანხმობის პროცესზე საუბრობს.საუბარი შეედება ევროინტეგრაციასაც.
,, აქ , ამ ქალაქში აყალიბებდნენ წარმოდგენას იმის შესახებ , თუ როგორი უნდა იყოს საქართველო "- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სოფო ოდიკაძე
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ლადო მელაძე ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ, მოადგილეებს და მერიის სამსახურების უფროსებს დღეს წარუდგინა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებაჟურნალისტი მარიამ.ნიკურაძე ჭიათურის პროტესტის მონაწილე პატიმარზე, გიორგი ნეფარიძეზე ინფორმაციას ავრცელებს. ,,გიორგიმ დარეკა ციხიდან, მხნედ ვართო.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებადღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას. გარემოს ეროვნული…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
სამშაბათი მარტი 10
In პოლიტიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სანქციები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ქართულ ტელევიზიას დაუწესა, სატელევიზიო დებატების ჩაშლას…
შაბათი თებერვალი 28
In პოლიტიკამთლიანობაში რომ შევხედოთ მონაცემებს, რაც გამოავლინა შრომის ბაზრის ანალიზმა, რეალურად ამ მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 14…
სამშაბათი თებერვალი 24
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.ბიუჯეტი საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის…
პარასკევი დეკემბერი 26
In პოლიტიკაქალაქის საკრებულოს რიგით მე-3 სხდომაზე , 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ…
ოთხშაბათი დეკემბერი 24
In პოლიტიკა