ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
,,რეორგანიზაცია ჩატარდა იმ მიზნით, რომ ეკონომია გაკეთდებოდა და დაზოგილი ადმინისტრაციული თანხები სოციალური პროგრამებისკენ იქნებოდა მიმართული.
ამის სანაცვლოდ შეიქმნა ახალი ააიპი , რომლის დასაფინანსებლადაც ახლა დამატებით თანხას ვიხდით.”-განაცხადა შუშანიამ.
დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა იმ საკითხს, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის 700000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით , თავის დროზე ქალაქმა გაუმართავი ავტომობილები შეიძინა, რომლებიც რთული რელიეფის მქონე უბნებში იმოძრავებს.