,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა,, ქუთაისის მერის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. საქმე ეხება ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნას, სადაც საბინაო სამსახურის მუშობაა შეფასებული. გიგა შუშანია ამბობს, რომ დასკვნაში კორუფციის შესახებ წერია,თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალაქის მერს იოსებ ხახალეიშვილს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
,,ქუთაისის მერმა, ნაცვლად იმისა, რომ კანონის შესაბამისად რეაგირება გაეკეთებინა მისი სამსახურის მიერვე დაწერილ დასკვნაზე, რომელიც მერიაში არსებულ კორუფციის ფაქტებს ეხება,მან აირჩია სხვა გზა და გადაწყვიტა დაბაშაულის დაფარვა.აქედან გამომდინარე, მივმართე პროკურატურას, შევიტანე განცხადება და ვითხოვ,ქუთაისის მერის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამსართლის საქმე დანაშაულის დაფარვის ფაქტსა და სამსახურეობრივ გულგრილობაზე,,-განაცხადა გიგა შუშანიამ.
გიგა შუშანიამ აუდიტის სამსახურის მიერ დაწერილ დასკვნაზე ბრიფინგი რამდენიმე დღის წინ გამართა. დეტალურად იხილეთ ლინკი 👇
http://www.act2.ge/index.php/temebi-ka/politic/1180-2021-02-02-11-02-35
თავის მხრივ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი,, არასწორი ინფორმაციის გავრელებაში აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა დაადანაშაულა.დეტალურად იხილეთ ლინკი 👇
http://www.act2.ge/index.php/temebi-ka/politic/1181-2021-02-02-11-32-50