„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში იმყოფებოდა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აქვთ. პარტიის ლიდერის თქმით , ბიზნესი კორონავირუსის გამო რთულ მდგომარეობაშია დახელისუფლების მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო დაასუსტა. მცირე და საშუალო მეწარმეები ამბობენ, რომ ბიზნეს სექტორი უმძიმეს კრიზისს განიცდის.