ქუთაისში ტრანსპორტის შესაძლო გაძვირებას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ,, წევრი გამოეხმაურა.ბექა ქვაჩაკიძემ მერიის წინ ბრიფინგი გამართა.ის ამბობს,რომ ადრე თუ გვიან,მგზავრობის ღირებულება აუცილებლად გაძვირდება და ეს თანხა მერიას შპს ,,ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში,, დასაქმებული ,,ქართული ოცნების,, აქტივისტებისთვის ხელფასის გადასახდელად სჭირდება.
,,ქალაქის მერს არ აქვს კონტაქტი თავის თანამშრომლებთან.გუშინ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა,რომ ტრანსპორტის საფასური 10 თეთრით მოიმატებს და საკითხი თვის ბოლოს,საკრებულოზე გავა.,,ქართული ოცნების,, წევრებისგან სიტყვის შეცვლა არ იქნება პირველი .მათ დატესტეს ეს თემა,წამოვიდა უამრავი ადამიანის პროტესტი და ახლა უნდათ,რომ ხალხი დამშვიდდეს,თუმცა მგზავრობას აუცილებლად გააძვირებენ.უნდათ ამ თანხით იმ აქტივისტების ხელფასები გადაიხადონ,რომლებიც ამ შპს-ში დაასაქმეს,,-განაცხადა ბექა ქვაჩაკიძემ.