ქუთაისის მერიის წინ დღეს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა. მან მერიის შიდა აუდიტის მიერ დაწერილ დასკვნაზე ისაუბრა, სადაც ასახულია საბინაო სამსახურის 3 წლიანი საქმიანობა. შუშანიას თქმით, საბინაო სამსახურისთვის დაკისრებული სამუშაოები არასრულფასოვნადაა შესრულებული. . ოპოზიციონერი დეპუტატი ქალაქის მერს დოკუმენტის დამალვაში ადანაშაულებს და საკრებულოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
,,ეს არის ქალაქ ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის მიერ დაწერილი დასკვნა, რომელიც ეხება საბინაო სამსახურის 3 წლიან საქმიანობას, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავს. ეს 112 გვერდიანი დასკვნა მიძღვნილია იმას, რომ აღებ-მიცემობაა ამ სამსახურში გაჩაღებული.აქ მთავარია ის, რომ, 6 თვე მალავდა ქუთაისის მერი ამ დასკვნას.ნაცვლად იმისა, რომ სამსახურის უფროსი გაეთავისუფლებინა და დასკვნა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაეგზავნა, მან საკრებულოს მიწერა, დადებითად ცანით ეს დასკვნაო.ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლანდელი მერი მფარველობს ამ კორუფციას,,-განაცხადა გიგა შუშანიამ.