ბოტანიკურ ბაღში ირმა პეტრიაშვილის პოეზიის საღამო და ნახატების გამოფენა გაიმართა. თავად შემოქმედი თავს თვითნასწავლად მიიჩნევს, თვლის, რომ მოყვარულია და უბრალოდ, ხელოვნებას ემსახურება.
საღამოს მიზანი იყო ხელოვანი ქალის ნამუშევრების პოპულარიზაცია. შეხვედრას ირმა პეტრიაშვილის მეგობრები ესწრებოდნენ.
საღამო ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით გაიმართა.
მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მეხუთე ხეივანი გაიხსნა. დღეიდან რეზო ჭეიშვილის, ოტია იოსელიანის, ცისფერყანწელებისა და აკაკის ხეივანს ზურაბ კუხიანიძის ხეივანიც შეემატა.
დღესვე მოქანდაკე გიორგი კიკვაძის მიერ შექმნილი ზურაბ კუხიანიძის
შეგახსნებთ, რომ ზურაბ კუხიანიძე ცნობილი პოეტი და მწერალი იყო. ის არის 40-მდე წიგნის ავტორი.პოეტი ქუთაისში, მწვანე ყვავილას პანთეონშია დაკრძალული. დღეს ზურაბ კუხიანიძის დაბადების დღეა. პოეტი 90 წლის გახდებოდა
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მწერალ ავთანდილ ყურაშვილს ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები მიულოცეს. ავთანდილ ყურაშვილს, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია გადასცა .ავთანდილ ყურაშვილმა ქრისტიანული პოეზიის X ფესტივალის „ წმინდა ნინოს ჯვარის“ მთავარი პრიზიც მოიპოვა.
„ ვულოცავთ ბატონ ავთანდილ ყურაშვილს მორიგ აღიარებას. მოხარულები ვართ, რომ ის ჩვენი თანაქალაქელია, ჩვენი თანამედროვე. ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებასა და თანადგომას ყოველთვის გამოხატავდა და კვლავ ასე გააგრძელებს“ - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
მწერალს ქუთაისის მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ქალაქური სიმღერის საღამოს უმასპინძლა.
ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ ჩვენი კვარტეტის“ მომღერლებმა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან ქალაქური სიმღერები შეასრულეს.
კონცერტთან ერთდ სახლ-მუზეუმის ეზოში, ბაღდათში მცხოვრები მხატვრის ფიქრია კოხოძის ნამუშევრები იყო გამოფენილი.
მოეწყო ადგილობრივი მეღვინეების სხვადასხვა ჯიშებისგან წარმოებული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია.
ღონისძიება სახელწოდებით „ამღერებული იმერეთი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის, და ა.(ა).ი. პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა , რომელიც მიზნად ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას და შიდა ტურიზმის განვითარებას ისახავდა.
ააიპ ,,კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალებში ახალი სასწავლო წელი 2020 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება.სწავლის განახლებამდე ყველა იმ დაწესებულებაში , სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, ლოკალურად მოწესრიგდება საკლასო ოთახები და სველი წერტილები. ოქტომბიდანვე სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმშიც განახლდება. მოსწავლეებს თეორიული საგნები დისტანციურად, ხოლო პრაქტიკული საკლასო ოთახებში ჩაუტარდებათ.
,,კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ვაჟა ჯუღელმა საბჭოს სათათბირო სხდომაზე ფილიალების ხელმძღვანელებისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება სასწავლო დაწესებულებებში.
როგორც ვაჟა ჟუღელმა განცხადა, საგანმანათლებლო ფილიალები სწავლის განახლებამდე საჭირო ინვენტარს მიიღებენ. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და შენობები აღიჭურვება დეზობარიერებით.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დაიცვან მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში ერთ მეტრიანი დისტანცია.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა…
პარასკევი მარტი 13
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის…
პარასკევი მარტი 13
In საზოგადოებაქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.ლიკა ტალახაძემ საკეისრო კვეთა 2 კვირის წინ,სენაკში გაიკეთა.დამძიმების შემდეგ…
პარასკევი მარტი 13
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების შემდეგ, ევაკუირებული 45 ოჯახი.დანგრეულია სახლები, მეწყერმა 58 ჰექტარი…
პარასკევი მარტი 13
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, 2026 წლის 12 მარტს, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა.…
ხუთშაბათი მარტი 12
In საზოგადოებად.კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ ვარლამ ფესტვენიძის პერსონალურ ფოტოგამოფენას უმასპინძლა. ფოტო ხელოვანმა დამთვალიერებლებს, საკუთარი თვალით დანახული…
ოთხშაბათი მარტი 11
In კულტურაქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტს, საოპერო მომღერალს , რამაზ კუბლაშვილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. თარიღთან დაკავშირებით…
ოთხშაბათი მარტი 04
In კულტურაქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველთვიური ჩვენებებით ბრუნდება. ყოველი თვის ბოლოს, ქუთაისელი მაყურებელი უახლესი ქართული…
სამშაბათი იანვარი 20
In კულტურაუკვე 179 წელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს…
ოთხშაბათი იანვარი 14
In კულტურაქუთაისი I საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს - „ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ მასპინძლობს. ფესტივალი იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის…
პარასკევი ნოემბერი 28
In კულტურა