ქუთაისის ოპერის თეატრი იუბილარია.თეატრს დაარსებიდან 51 წელი შეუსრულდა.წელს პანდემიიდან გამომდინარე საზეიმო ღონისძიებები ვერ გაიმართა. იგეგმებოდა პრემიერა კვერნაძის ოპერის "იყო მერვესა წელსა".როგორც ადმინისტრაცია იტყობინება, პრემიერა შემზღუდავი რეგულაციების გაუქმების შემდეგ შედგება.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1969 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე, მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი.