გამარჯვებულები გუშინ, ფუნიკულიორზე გამართულ დაჯილდოების საიუბილეო ცერემონიაზე გამოავლინეს.
2022 წელს საუკეთესო წიგნები და ავტორები ჟიურიმ 9 ნომინაციაში გამოავლინა. წელს კონკურსზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ჟანრის 230-მდე წიგნი. გამარჯვებულები კი შემდეგი ავტორები და მთარგმნელები გახდნენ:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
თემო რეხვიაშვილი, „კურიერის ამბები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
ნუგეშა გაგნიძე, „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“ (არტანუჯი)
წლის საუკეთესო პიესა
მანანა დოიაშვილი, „მეცამეტე თვე“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ #2)
წლის საუკეთესო ესესიტიკა და დოკუმენტური პროზა
ლანა ღოღობერიძე, „ვისთვის გალობს შაშვი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
რატი რატიანი (ნინო სურამელაშვილი), „მკვლელობა სადგურის უბანში“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
ლელა სამნიაშვილი, „ავირეკლოთ“ (ინტელექტი)
წლის საუკეთესო რომანი
არჩილ ქიქოძე, „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ (სულაკაურის გამომცემლობა) და ირმა ტაველიძე, „ბნელ წყლებში“ (დიოგენე)
ლიტერატურული პრემია ,,საბას,, 20 წელი შეუსრულდა. „საბა“ დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებლები არიან თიბისი და რატი ამაღლობელი.
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი
კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“ (ინტელექტი)
წელს, უკვე მეორედ ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“. ნომინაცია „საბას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოსთან“ თანამშრომლობით დაემატა. ამ ნომინაციაში დაჯილდოვდნენ:
დავით ჯიშკარიანი, „ბუცები და ტყავის ჩექმა“ (ზიარი) და რუსუდან გორგილაძე, „დიქტატურის გემო“ (სეზან ფაბლიშინგი).
პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი გადაეცა საზოგადოებრივ-ლიტერატურულ ჟურნალს „არილი“.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საერთაშორისო იქნება, 25 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.დასწრება თავისუფალია.
ფილმების ყურების საშუალება მაყურებელს კონეთეატრ,,საქართველოს,, დიდ და მცირე დარბაზებში ექნება.პირველი სეანსი 11:00 საათზე, ხოლო ბოლო 20:00 საათზეა ჩანიშნული. ნაჩვენები იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი რეჟისორების მხატვრული და დოკუმენტური ფილმები.
ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნება.
მხარდამჭერია ქუთაისის მერია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და სასტუმრო ,,ქუთაისი ინნ,,

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გელათის ტაძრის მდგომარეობასთან დაკავშირებით მასალას ავრცელებს.ტაძარში მიმდინარე დროებითი გადახურვის სამუშაოები მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა აზნაურაშვილმა დაათვალიერეს.
,,გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.ახალი, დროებითი გადახურვა გაცილებით უფრო მსუბუქია,ვიდრე წინა გადახურვა იყო.ტაძარი დაცულია რაგინდ კლიმატური პირობები არ უნდა შეიქმნას,წყლის შეღწევისაგან.მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი,რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად.,,-საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე.
ქუთაისში დღეს მსახიობ პაატა გულიაშვილის კონცერტი გაიმართება. სახელმწიფო შესყიდების სააგენტოს საიტის მიხედვით,გამარტივებული შესყიდვით ,უტენდეროდ გულიაშვილს ადგილობრივი თვითმმართველობა 5100 ლარს გადაუხდის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობის გამო, ბიზნესოპერატორს იმერეთში საწარმოო პროცესი შეუჩერდა. იმერეთში, (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი)…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებადღეს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება. გახსნა კინოთეატრ,,საქართველოში,, 19:00 საათზეა დაგეგმილი.ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაქუთაისში,№2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება და ბრალდებულის ოჯახს უსამძიმრებს. ,,მომხდართან დაკავშირებით…
პარასკევი ოქტომბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 58-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერით ,,აბესალომ…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026…
ხუთშაბათი ოქტომბერი 15
In საზოგადოებადღეს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება. გახსნა კინოთეატრ,,საქართველოში,, 19:00 საათზეა დაგეგმილი.ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლევან…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 58-ე სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერით ,,აბესალომ…
პარასკევი ოქტომბერი 16
In კულტურაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, 80 წლის იუბილე…
სამშაბათი ოქტომბერი 13
In კულტურა9-10 ოქტომბერს ქუთაისში ,,Yellow Fest,, გაიმართება. საღამოს 18:00 საათზე მსმენელს მუხნარის ტყე-პარკი უმასპინძლებს. 9 ოქტომბერს…
პარასკევი ოქტომბერი 09
In კულტურაქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრში ახალი, საიუბილეო 80-ე სეზონი 19 სექტემბერს,პრემიერით გაიხსნება. ,,…
კვირა სექტემბერი 13
In კულტურა