საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გელათის ტაძრის მდგომარეობასთან დაკავშირებით მასალას ავრცელებს.ტაძარში მიმდინარე დროებითი გადახურვის სამუშაოები მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა აზნაურაშვილმა დაათვალიერეს.
,,გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში, დასავლეთ მკლავზე ლითონის ახალი დროებითი გადახურვა მოეწყო. პროცესი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტის, პროფესორ უგო ტონიეტის რეკომენდაციით და ზედამხედველობით მიმდინარეობდა.ახალი, დროებითი გადახურვა გაცილებით უფრო მსუბუქია,ვიდრე წინა გადახურვა იყო.ტაძარი დაცულია რაგინდ კლიმატური პირობები არ უნდა შეიქმნას,წყლის შეღწევისაგან.მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი,რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ფრესკების გადასარჩენად.,,-საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე.