საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის.
საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის.
იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია.
გეგმიური ინფრასტრუქტურული პროექტი 10 ოქტომბირდან 24 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.
სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ნაწილს. რის გამოც, ამ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება და აეროპორტი ორი კვირით დაიხურება.
დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმიური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ 2 კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ. ავიაკომპანიები მგზავრებს საკუთარ გადაწყვეტილებას თავად აცნობებენ.
ქუთაისის აეროპორტის გეგმიურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, რომელიც სრულად აეროპორტების გაერთიანების შემოსავლებით განხორციელდება.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ უნიკალურ ადგილას, უნიკალურ კურორტ წყალტუბოში და გვსურს წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს მთავრობა ამ უნიკალური კურორტის განვითარებას, როგორია ჩვენი ხედვა, გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ ნაყინს ამოწმებს. სეზონურობის ფაქტორის და მოხმარების გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს როგორც წარმოებებში ასევე სარეალიზაციო ბაზარზე.
წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 11.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 11.2 პროცენტით განისაზღვრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. „ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან 113.3-ია, ხოლო წინა თვესთან შედარებით 101.1. რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 114.2, ხოლო წინა თვესთან შედარებით 98.8-ია.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან 113.3-ია, ხოლო წინა თვესთან შედარებით 101.1. რაც შეეხება სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსს, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 114.2, ხოლო წინა თვესთან შედარებით 98.8-ია.
საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მაჩვენებლები 2022 წ. იანვარ-მაისში შემდეგრანირად გამოიყურება: საქონლის ექსპორტი (FOB) 2 112.1 მლნ. აშშ დოლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილება 37.5%. საქონლის იმპორტი (CIF) 4 821.5 მლნ. აშშ დოლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილება 37.3%. საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6 933.6 მლნ. აშშ დოლარია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან ცვლილება 37.4%.
რაც შეეხება სამეწარმეო სფეროს სტატისტიკის მაჩვენებლებს, „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის მაისში 6 930 ერთეული საწარმო დარეგისტრირდა. ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 93.5 %-ია; ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა (მლნ. ლარი) 10 446.7; ხოლო ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 25.3%.
პროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები საჭიროებაზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში"-ფარგლებში,25 აპრილს დევნილ ქალთა…
ოთხშაბათი მაისი 01
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო…
ოთხშაბათი მაისი 01
In საზოგადოებაპარლამენტის პლენარული სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივი განხილვა დღეს გაგრძელდება.…
ოთხშაბათი მაისი 01
In პოლიტიკაეროვნული სატყეო სააგენტოს იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ჭიათურაში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევმა,…
ოთხშაბათი მაისი 01
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრმა ლიეტუვაში წარმატება მოიპოვა. ბაღდათის სახალხო თეატრის დასმა, ლიეტუვაში - კაიშადორისის კულტურის…
სამშაბათი აპრილი 30
In კულტურაპარლამენტის პლენარული სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით - მუხლობრივი განხილვა დღეს გაგრძელდება.…
ოთხშაბათი მაისი 01
In პოლიტიკადარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს…
ხუთშაბათი აპრილი 25
In პოლიტიკახვალ, 24 აპრილს, 17:00 საათზე, ქუთაისში,მონ-პლაზირის თაღთან, რუსული კანონის საერთო საზოგადოებრივი განხილვა გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, დისკუსიაზე…
სამშაბათი აპრილი 23
In პოლიტიკაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზალცლანდის ოლქთან გააფორმა. მემორანდუმს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის…
ხუთშაბათი აპრილი 18
In პოლიტიკაქუთაისის მერია 100 ათასი ლარით ზრდის ხარჯებს, მათ შორის 70 ათასი ლარით იზრდება ხელფასები- ეს…
შაბათი აპრილი 13
In პოლიტიკა