- სხვა სიახლეები
- გადასვლები: 1094
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ავტობანის კონსტრუქციის ჩამოშლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს,რომ ჩინური კომპანია ისე აშენებს ავტობანს,არ ითვალისწინებს გარემო-პირობებს.
,, 2019 წელს, პანდემიამდე თურქი გეოტექნიკური ინჟინრების ჯგუფი მოვიდა ჩემთან. ერთ-ერთი საშუალო ასაკის არაჩვეულებრივი სპეციალისტი იყო. გავიკითხეო, ვისთან შეიძლება ამ პრობლემებზე ლაპარაკი და თქვენზე მითხრეს, უთხარით და გაიგებსო. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დამიქირავაო. ჩინური კომპანია აკეთებს სამუშაოებს ძირულაზე, ვერაფერს უგებენ და ჩვენ დაგვიქირავეს მაკონტროლებლადო. გეოლოგია შესწავლილი არ არის. ძალიან საშიში სეისმური რღვევაა იქ და არც ითვალისწინებენ არაფერსო, მშენებლობის ხარისხი საერთოდ უკონტროლოდაა და არ ჩავარდებით კარგ დღეშიო. ვიცი თქო მივუგე, თავად ვხედავდი ისე აწებებდნენ ამ სულელურ ბეტონს ფერდებს, გონზე არ იყვნენ ფერდის სტაბილურობის კვლევების და ამ რეგიონის ძალიან მძიმე გეოლოგიური პირობების. მოსახლეობამაც მომმართა ჩაერთეთო, ისეთი მუხტით აფეთქებდნენ, დაენგრა ხალხს სახლები. არ გაგვიკარეს ახლოს! იმ თურქულ ჯგუფთან ერთად ლაბორატორია გავაკეთეთ, ძალიან კარგი ჯგუფია გეოტექნიკური ინჟინრების. ჩვენ ამ სპეციალობის ხალხი საერთოდ არ გვყავს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს დაზიანებები აღენიშნება -ამის შესახებ გრიგოლ ნარსიას ადვოკატებმა განაცხადეს.ადვოკატებმა დაკავებული უკვე მოინახულეს.
,,სამივეს ერთად არ გვიშვებდნენ წინასწარი დაკავების იზოლატორში, დაკავებულს აქვს დაზიანებები, მას დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ასევე გარკვეული პრობლემები შეიქმნა საქმის მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოტივს, ეს დაკავშირებული არის ოჯახურ პირობებზე. ,,-განაცხადა ადვოკატმა
გრიგოლ ნარსიას ადვოკატები დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. საქართველოს ბანკის საქმეზე დაკავებულს ქუთაისის იურისტთა ასოციაციის 5 ადვოკატი იცავს. დღეს გრიგოლ ნარსიას მხოლოდ 3 ადვოკატი შეხვდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ️ამ ეტაპზე სოფლის შიდა ქუჩებში რკინა- ბეტონის საფარი იგება და ეწყიბა სანიაღვრეები. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ ჯთვ გოლდენ ეიჯი“ ასრულებს და იგი მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. აღნიშნული პროექტი გარდამავალია. სამუშაოების ნაწილი წელს განხორციელდება, მეორე ნაწილი კი გაზაფხულზე დასრულდება. ️სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთა, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.
ტყიბულელი ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. მისი მეტოქე ზელიმ კოცოევი უნდა ყოფილიყო, თუმცა აზერბაიჯანელმა…
კვირა აპრილი 19
In სპორტიქუთაისის ,,არესი” ,,დიდი 10”- ის ფინალში პირველად ითამაშებს. ,,არესმა” წინასწარ ფინალში თანაქალაქელი ,,აია” 33:22 დაამარცხა…
კვირა აპრილი 19
In სპორტი18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს კვლავ ნალექიანი…
შაბათი აპრილი 18
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში…
პარასკევი აპრილი 17
In საზოგადოებასაქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა…
ხუთშაბათი თებერვალი 26
In სხვა სიახლეები,,ტყიბულში მშრომელი გარდაიცვალა. 50 წლის კაცი შახტაში ნაშალის ქვეშ მოყვა. ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის უმძიმეს ტრაგედიას. შეგახსენებთ, რომ…
ორშაბათი თებერვალი 09
In სხვა სიახლეები3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი…
ორშაბათი თებერვალი 02
In სხვა სიახლეებიქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ,,ერთად ავანთოთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე,,-ამ…
ოთხშაბათი დეკემბერი 17
In სხვა სიახლეებილიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი…
ოთხშაბათი ნოემბერი 26
In სხვა სიახლეები