ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ️ამ ეტაპზე სოფლის შიდა ქუჩებში რკინა- ბეტონის საფარი იგება და ეწყიბა სანიაღვრეები. მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „ ჯთვ გოლდენ ეიჯი“ ასრულებს და იგი მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან ფინანსდება. აღნიშნული პროექტი გარდამავალია. სამუშაოების ნაწილი წელს განხორციელდება, მეორე ნაწილი კი გაზაფხულზე დასრულდება. ️სოფელ ხანში შიდა საუბნო გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთა, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.

- სხვა სიახლეები
- გადასვლები: 1425