უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“.- ნათქვამია ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ გააქტიურდა ურთიერთობების დინამიკა მოლდოვასთანაც.
„2022 წლის 17-18 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 24 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, რამაც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ერთობლივი მიზნების კონსოლიდაციის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია ანგარიშში.
ქალბატონი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ დიასპორის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი პარლამენტში მოვახვედროთ. არათუ პარლამენტში, ჩვენ ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დიასპორის ფორუმი 2023 მიმდინარეობს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის შეურაცხმყოფელია „დიასპორას ვუწოდო ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი“.
„ახლა, რაც შეეხება დიასპორის საკითხებს, ხელისუფლებამ, რამდენიმე წლის წინ ჩვენივე ინიციატივით კონსტიტუციაში ჩავწერეთ,რომ დიასპორაზე ზრუნვა არის ხელისუფლების ვალდებულება. ამით ჩვენ ვაღიარეთ პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენ მოქალაქეებზე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ძალიან უხერხული და შეურაცხმყოფელია ყოველგვარი საუბარი იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში, რამდენი დიასპორის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელია ჩემთვის, რომ ჩვენ დიასპორას ვუწოდო - ნახევრად რუსი, ნახევრად ქართველი და ასევე შეურაცხმყოფელი იქნებოდა ალბათ, ქალბატონი პრეზიდენტისთვის, რომ მისთვის ვინმეს ეწოდებინა ნახევრად ფრანგი, როდესაც ის, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. ალბათ, დამეთანხმებით.
ქალბატონი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ დიასპორის მინიმუმ ერთი წარმომადგენელი პარლამენტში მოვახვედროთ. არათუ პარლამენტში, ჩვენ, დიასპორის, ფრანგული დიასპორის წარმომადგენელი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დავნიშნეთ, ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად. აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.