29 აპრილის არჩევნების შედეგები ცნობილია.უკვე დათვლილია ყველა,165 საარჩევნო უბანი .ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.ყველა ოლქში ,ქართული ოცნების,, წარმომადგენელმა გაიმარჯვა.აქედან უმეტეს ოლქებში მმართველი გუნდის კანდიდატი კონკურენტის გარეშე მონაწილეობდა,ანუ ბიულეტინში მხოლოდ ერთი სახელი და გვარი ეწერა.
ტყიბულში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ,,ქართული ოცნების,, წარმომადგენელმა , გიორგი კერესელიძემ 1322 ხმა-86,63% აიღო.გიორგი გაგოშიძემ კი,რომელიც საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდა,204 ხმა -13,37%.აღსანიშნავია,რომ იმერეთის მასშტაბით ტყიბული ერთადერთი ოლქი იყო,სადაც მმართველ გუნდს კონკურენტი ყავდა.
ქუთაისში მიხეილ გიორგაძემ,რომელიც ,,ქართულ ოცნებას,, წარმოადგენდა, 5396 ხმა აიღო,შესაბამისად, ის საკრებულოში ავტოქარხნის ოლქს წარადგენს.
თერჯოლაში კი,სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, გამარჯვება ერთადერთმა კანდიდატმა-მანუჩარ რობაქიძემ მოიპოვა. მმართველი პარტიის წარმომადგენელმა 11 511 ხმა დააგროვა.
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა.
ეს პირველი არჩევნები იყო, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა.
შუალედური და რიგგარეშე არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
ქუთაისში, არჩევნები ავტოქარხნის ოლქში მიმდინარეობდა ,სადაც 12 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ხოლო რეგისტრირებული 25 836 ამომრჩეველი.
სულ ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 165 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ტარდებოდა. რაც შეეხება დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანს, (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.