ორმაისობა აღდგომის დღესასწაულის მიუხედავად,2 მაისს,ტრადიციულად გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა,რომელიც 2 მაისს,12 საათზე,მეუფე იოანეს მიერ ქუთაისის დალცვით დაიწყება და 12 მაისს,საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების დახურვით დასრულება .2 მაისს ტრადიციულად,სამი ოთარის ძეგლის პატივგება მოხდება.იგეგმება "გიმნაზისტკების" პერფორმანსი ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე.კვირეულის ფარგლებში გაიმართება გამოფენები,წიგნების ფესტივალი , თოჯინებისა და ნიღბების თეატრების წარმოდგენები,სპორტული აქტივობები.
კახი კავსაძის დებიუტი კინოში შედგა 50–იანი წლებიდან.მან ქართულ კინოში 80-ზე მეტი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე შემქნა. მათ შორის, “ნატვრის ხე“ (იორამი) “მონანიება“ (მიხეილ კორეშელი) “მზე შემოდგომისა“ (სამსონი) “სიყვარული ყველას უნდა“ (კოლა) “ვერის უბნის მელოდიები“ (ინოჩენცი) “ღვინის ქურდები“ (ელიბო) “სამოთხის გვრიტები“ (ბრიგადირი) “მიჯაჭვული რაინდები“ (დონ კიხოტი) და სხვ. მსახიობის აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ადამი “ღვთაებრივი კომედია“, თავადი კოწია “გუშინდელნი“, დევდარიანი “საბრალდებო დასკვნა“, ილიკო “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, სიმონ ჩაჩავა “კავკასიური ცარცის წრე”, ლორდ ჰასტინგსი “რიჩარდ III“ , კენტი “მეფე ლირი“ “, რასპუტინი “კვაჭი კვაჭანტირაძე“ , ბატონი დევი “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი"
კახი კავსაძის მიღებული არა ერთი ჯილდო, პრემია და პრიზები. 1976 წლიდან არის საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი.
1981 წლიდან არის საქართველოს სსრ სახალხო არტისტი.
2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის ვარსკვლავი.
ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება, რომელიც 8-12 მაისს, ქუთაისის მერიისა და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება.
ფესტივალი 8 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლეო გაბრიაძის ფილმით,,ჰარი ჰარალე დედაო,, გაიხსნება.ჯამში კი ფესტივალმა 500-მდე ფილმი მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გამარჯვებულებს ჟიური 12 მაისს დასახელებს.პრიზი ,,ოქროს დინოზავრი,, 2 კატეგორიაში გაიცემა-საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი.
დღეს ფესტივალტან დაკავშირებით ორგანოზატორები მედიას შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
,,არის ფრანგული პროგრამა, გერმანული, თანამედროვე ჩინური პროგრამა, თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა. გახსნა-დახურვა იქნება ლადო მესხიშვილიდ თეატრში,ზოგადად კი ჩვენებები კინოთეატრ,, საქართველოს,,სამივე დარბაზში გაიმართება რეგუ;ლაციების დაცვით. ასევე ფესტივალის ფგარგლებშ ელდარ შენგელაიას ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,ჭა,, პრემიერა შედგება,,-განაცხადა ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა ნინო მხეიძემ.
ფესტივალის ფარგლებში მიხეილ კობახიძის ფილმების რეტროსპექტივა მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც მისი რამდენიმე ფილმი იქნება ნაჩვენები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"წევრმა დღეს გელათში ბრიფინგი გამართა.მან ჟურნალისტებს ის ადილი უჩვენა,სადაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა და რომელიც ახლა მიწით არის ამოვსებული.გიგა შუშანიას თქმით,ისტორიული არტეფაქტები ხელისუფლებამ მუზეუმში ფინანსების არქონის გამო ვერ გადაიტანა.
"ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვდგავართ გელათში, მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილია უნიკალური, ისტორიული არტეფაქტები . ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი მუზეუმში გადაეტანა,თანხა ვერ მოიძიეს ბიუჯეტიდან, გადაფარეს ე.წ ტენტით და ამოავსეს მიწით .რამოდენიმე დღის წინ ქალბატონი წულუკიანი იმყოფებოდა ქუთაისში და ერთხელაც არ ამოსულა გელათის პრობლემის გასაცნობად.სწორედ წულუკიანის დაცვის ექსკორტის ერთი თვის ხარჯი საკმარისი იქნებოდა, რომ ეს არტეფაქტები დღეს იყოს მუზეუმში და არა მიწისქვეშ.ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან ისტორიული ძეგლების, კულტურისა და ისტორიის წინაშე."-განცხადა გიგა შუშანიამ.
დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ქალ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე, მსჯავრდებულების მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. წარმოდგენილი ხელნაკეთები #5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალმა პატიმრებმა დაამზადეს. ღონისძიების ორგანიზატორი მუზეუმთან ერთად მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრია.გაყიდული ნამუშევრებიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.გამოფენა ერთდღიანია.
დღესვე ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და…
შაბათი ივლისი 25
In საზოგადოებაწყალტუბოს არანაკლებ 6 000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას III კატეგორიის სტადიონის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ…
შაბათი ივლისი 25
In სპორტიტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნა. ჰაბი პრემიერ-მინისტრმა გახსნა . ,,მოხარული ვარ,რომ დღეს…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოებასაქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იმერეთის რეგიონში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით რამდენიმე პროექტს…
პარასკევი ივლისი 24
In სპორტიდღეს ქუთაისში ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის ლექსებისა და ჩანაწერების კრებულის ,,ყველა ბაღიდან წავა ზამთარი,, პრეზენტაცია გაიმართება. 19…
პარასკევი ივლისი 24
In საზოგადოება