ქუთაისმა MA architects-ის ფოტოკონკურსს „ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა“ უმასპინძლა, რომელშიც როგორც პროფესიონალი, ასევე, მოყვარული ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით , პირველი ადგილი ნატა კახიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე მინდია ჩანქსელიანი, მესამეზე კი, თორნიკე ტურაბელიძე გავიდა.

დაჯილდოების ცერემონიალს ქუთაისის მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე და შალვა მშვილდაძე დაესწრნენ.
