ქუთაისი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს -„ქუთაისი: მითი და ლიტერატურა“ უმასპინძლებს. იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში, საფესტივალო ღონისძიებები 28-30 ნოემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
ფესტივალის მიზანი კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებაა.
სამდღიანი პროგრამა სექციურ დისკუსიებს, წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავს.
ქუთაისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერია იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელი.
