დღეს კორონავირუსის 3 443 შემთხვევა გამოვლინდა . თბილისში დადასტურდა 1 318 შემთხვევა, აჭარა - 512, იმერეთი - 562, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 178, გურია - 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
24 საათში 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში - 19 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა გარდაცვალების 815 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 71 468-მდე.
5 763 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, იმერეთის კლინიკებში - 1 175. მუნიციპალიტეტში მძიმედ ითვლება
177ადამიანის მდგომარეობა,ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 30 პირი იმყოფება.
3 435 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 313 იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმერეთის მასშტაბით არის 32ადამიანი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც იმერეთში არის 5 387.
კორონავირუსული ინფექციით “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
პაციენტი კლინიკაში 11 ნოემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დადასტურებული covid 19-ით შეიყვანა.
პაციენტს კორონავირუსთან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება აღენიშნებოდა.
“ექიმების მიერ გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში ამ დროისთვის 120-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.საერთო ჯამში 350-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.