ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 560 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 791 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 769 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 279 936-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.62 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.77%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 219 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 271 804-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 746 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა, აჭარა - 36, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 26, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 800, აჭარაში - 178, იმერეთში - 285. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 313 პირი, მათ შორის, თბილისში - 148, აჭარაში - 30, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 71 პირი, მათგან თბილისში - 49, აჭარაში - 2, იმერეთში - 5. 192 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 150 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 15.
სულ 6 ოქტომბრიდან - 26 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 845 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 448 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 353 პირი, აჭარაში - 878, იმერეთში - 956.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, „ფაიზერით“ აცრის რიგში 9000 ადამიანია. , 9000-დან 20 % სამედიცინო პერსონალი, დანარჩენი კი - 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეა.
„გუშინ ინტენსიურად ჩაეწერნენ როგორც 65 წელს ზემოთ, ისე ჩემი კოლეგები და მოლოდინის რიგში მომავალი 2 კვირის განმავლობაში არის 11 273 ადამიანი, ვინც არის დარეგისტრირებული ერთიან პორტოლზე, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში აიცრას. „ფაიზერი“ საკმარისი იქნება 14 ათასი ადამიანისთვის. დღევანდელი მონაცამებით, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანი არის რიგში „ასტრაზენეკაზე“ და 9000 ადამიანი არის რიგში „ფაიზერზე“, რომლით ვაქცინაციაც სამშაბათიდან დაიწყება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 მარტის მონაცემებით , აცრის გასაკეთებლად სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირდა სამედიცინო სფეროს 11 273 თანამშრომელი, ხოლო აცრა 4344-მა ადამიანმა გაიკეთა.
საქართველოში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია ორი სახის ვაქცინა: ოქსფორდ-ასტრაზენეკა (43200 ერთეული) და პფაიზერ-ბიონტექი (29250 ერთეული).
ჯანდაცის მუშაკებთან ერთად უკვე 65 წლის და უფროსი პირებიც იცრებიან.