,,თერჯოლამედში,, კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ოთხივე მძიმე პაციენტი იყო, ქონდათ პნევმონია, თანმხლები დაავადებები, ორი იყო 82 წლის, ერთი 62 წლის მამაკაცი ზესტაფონიდან, გულის მძიმე დაავადებით, ხოლო მეოთხე 45 წლის მამაკაცი, რომელსაც ჭარბი წონა და გულის პრობლემები ქონდა . ოთხივე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე კლინიკაში 102პაციენტი მკურნალობს, უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა, 16 ადამიანი იმყოფება რენიმაციულ განყოფილებაში, აქედან 9 მართვით სუნთქვაზეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა.თბილისში 1 622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე.
უკანასკნელი 24 საათში 37ადამიანი გარდაიცვალა.
6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,იმერეთში-1 240. ამ ეტაპზე მძიმე იმერეთში 217 მძიმე პაციენტია,ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 39 პირი იმყოფება.
3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 270-იმერეთში.
10 065 პაციენტი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 ადამიანი, აქედან , იმერეთში-35.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმერეთში-4 986 პპირი იმყოფება.