ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისიდან იყო და ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, მამაკაცის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო ვერ მოხერხდა.