იმერეთში ჩინური ,,სინოფარმით,, ვაქცინაცია 4 მაისიდანაა შესაძლებელი. აღნიშნული პრეპარატით აცრის სურვილი 900მა ადამიანმა უკვე დააფიქსირა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოჩა გიორგიძე, აღნიშნავს ,რომ ვირუსისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.
იმერეთის მასშტაბით უკვე აიცრა 3898 ადამიანი. აქედან, ,,ასტრაზენეკათი,, აცრილია 1575 პირი, ხოლო ,,ფაიზერით,, 1600.
30 აპრილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ჯამურად ჩატარდა 45 338 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 6064 ადამიანი.დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 1 729-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 895 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 090 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 805 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 476 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 310 310-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.70%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.85%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 791 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 290 767-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 110 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 407, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 427, იმერეთში - 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 747 პირი, მათ შორის, თბილისში - 362, აჭარაში - 71, იმერეთში -100. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 150 პირი, მათგან თბილისში - 98, აჭარაში - 10, იმერეთში - 11. 749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 402 - თბილისში, 318 - აჭარაში. 10 785 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 99 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 85, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 29 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 554 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 406 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 22 989 პირი, აჭარაში - 2 767, იმერეთში - 1 314.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას დღეს 8 ახალი პაციენტი დაემატა , 6 გამოჯანმრთელებული კი გაეწერა . კლინიკაში ამ ეტაპზე კოვიდ 19 ის დიაგნოზით მკურნალობის კურსს 100 პაციენტი გადის, მათ შორის 15 არასრულწლოვანია, 6 პაციენტი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული . ინფექციურში თავისუფალია მხოლოდ 5 საწოლი.დღეს კლინიკაში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 024 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 839 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 433 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 308 834-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.72%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 160 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 289 976-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 095 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 904 შემთხვევა, აჭარა - 146, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 39, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 45, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 737, საიდანაც: 3 765 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 095, აჭარაში - 418, იმერეთში - 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში - 68, იმერეთში -97. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 105, აჭარაში - 14, იმერეთში - 10. 718 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 318 - აჭარაში. 10 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 217 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 203, ხოლო აჭარაში - 14.
სულ 6 ოქტომბრიდან - 28 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 543 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 415 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 768 პირი, აჭარაში - 2 878, იმერეთში - 1 580
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.…
სამშაბათი იანვარი 27
In საზოგადოება27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინება.…
სამშაბათი იანვარი 27
In რელიგიაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 31…
ორშაბათი იანვარი 26
In საზოგადოება30 იანვარამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი, უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ…
ორშაბათი იანვარი 26
In საზოგადოებაბაღდათის მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირებას მუნიციპალური განვითარების ფონდის კონკურსში გამარჯვებული კომპანია WALL Architecture 2026 წლის…
კვირა იანვარი 25
In საზოგადოება