ახალი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებებით “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს, დადასტურებული კოვიდინფექციით შემოიყვანეს. მას აღენიშნებოდა ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, ქრონიკული უკმარისობა, დილატაციური კარდიომიოპათია, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია, ორმხრივი ჰიდროთორაქსი, სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა.
“პაციენტს კლინიკაში შემოყვანისთანავე ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი თვე გავიდა, რაც “კლინიკა ბომონდში” კოვიდცენტრი ფუნქციონირებს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით 300-ზე მეტი პაციენტი მივიღეთ. აქედან, 170-მა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და კლინიკა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. 30-მდე ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული გავწერეთ გამოჯანმრთელებული, მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლავთ 88 წლის მამაკაცი. 95 წლის ქალბატონი გადის ამჟამად სტაციონარულ მკურნალობას, რომლის დინამიკაც დადებითია, მდგომარეობა უმჯობესდება და იმედი გვაქვს, რომ მასაც გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე,”-ამბობს მამია ყიფიანი.
ამ ეტაპზე კოვიდცენტრში 97 პაციენტი იმყოფება.
კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 425 ინფიცირებული თბილისში გამოვლინდა, იმერეთში 372 ფაქტი დადასტურდა,ხოლო აჭარაში - 193. შეთხვევათამიხედვით რეგიონში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსრდა.
როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გურიაში 21 შემთხვევა დადასტურდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში -53, შიდა ქართლში -64, მცხეთა-მთიანეთში- 18, კახეთში-3, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში -9, ხოლო სამცხე-ჯავახეთში ასევე 9 შემთხვევა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევა არის 10182, მათ შორის 2817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საიდანაც თბილისში 1383 , ხოლო აჭარაში 488.
"აქედან მძიმე 341 პაციენტია, მათ შორის 172- თბილისში, აჭარაში- 69. ხელოვნული სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით, გვყავს 75 პირი. მათ შორის თბილისში 49, ხოლო აჭარაში -10. 1672 პირი განაწილებულია კოვიდსასტუმროში, საიდანაც 1079 არის აჭარაში, ხოლო 449 -თბილისში. 5670 ადამიანი ბინაზე გადის მკურნალობის კურსს. საკარანტინე სივრცეში დღეის მდგოამროებით გვყავს 4726 პირი, აქედან თბილისში განაწილებულია 1005, აჭარის რეგიონში -2337, თვითიზოლაციაში 21962 პირი იმყოფება, მათ შორის თბილისში 3 798, აჭარაში 8 821, იმერეთში 3 369", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.