ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის ამბულატორიაში მასობრივი იმუნიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 470 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 881 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 444 569-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.25%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 735 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 397 240-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 054 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა - 620, იმერეთი - 464, ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 265, კახეთი - 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249 საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 579, აჭარაში - 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. 2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 - თბილისში, 812- აჭარაში. 32 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 026, იმერეთში - 3 597.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის ამბულატორიაში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
კლინიკა" ბომონდის" კოვიდ პედიატრიულ განყოფილებაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 21 ბავშვი გადის სიმპტომურ მკურნალობას. მათი ასაკი 2 თვიდან 13 წლამდეა. განყოფილების ხელმძღვანელი ედიშერ ასათიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი აქამდე ვირუსი ბავშვებში უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ახლა უფრო მძიმე ფორმით ვლინდება.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 167 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 740 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 440 353-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.05% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.98%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 052 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 395 505-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 016 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა - 628, იმერეთი - 395, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 172, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც: 6 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 052, აჭარაში - 802, იმერეთში - 926. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 285 პირი, მათ შორის, თბილისში - 578, აჭარაში - 130, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 273 პირი, მათგან თბილისში - 189, აჭარაში - 18, იმერეთში - 18. 2 472 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 153 - თბილისში, 812- აჭარაში. 29 965 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 5 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 998 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 088 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 4 592, იმერეთში - 3 582.
"ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილოემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი სცენარი და პროგნოზი ისევ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია, რომ შემთხვევების რაოდენობამ დაიკლოს. სიკვდილობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1,3-1,4% ფარგლებში და ამდენად, ეს არის ის მათემატიკა, რომელიც მე შემიძლია გაგიზიაროთ პანდემიასთან მიმართებაში“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვების კუთხით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით უკეთესია.
„რა თქმა უნდა, რაოდენობა რჩება, თუმცა სიმძიმე არის მსუბუქი, პანიკაც და შიშიც გაქრა პირველი ტალღის შემდეგ და ბავშვების დიდი ნაწილი რჩება ოჯახში საწყისი შეფასების შემდეგ, ამდენად, ის ჰოსპიტალური საწოლები, რომლებიც ჩვენ დავამატეთ ბავშებისთვის ამ ეტაპზე არ არის დატვირთული“, - აღნიშნა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა ერთმნიშვნელოვნად ტურიზმს არ უკავშირდება. როგორც მან განმარტა, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია დიდი თავშეყრები და წესების უგულებელყოფა.
“ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერა დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად, ბევრი სხვა ფაქტორია. მთავარი „ბუსტერი“ არ არის ტურიზმი, მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს, ეს არის სწორედ ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე. დღეს მიმდინარე ღონისძიებები გარკვეული წესების დაცვით იმართება, მთავარი რისკი არის იქ, სადაც იმ წესების დაცვა არ და ვერ ხდება, ეს იწვევს სწორედ ინფექციის გავრცელებას, თორემ რაც წინასწარ დაგეგმილია, სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზვრულია და დისტანცია, წესია დაცული, ის „ბუსტერს“ არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის გარკვეულწილად ოჯახური თავშეყრა და წესებს არ იცავენ. ეს არის ყველაზე საშიში“, - განაცხადა გაბუნიამ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოებასოფელ კურსების მცხოვრები, მარიამ ბეროძე სოფლის მოსახლეობისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას…
ოთხშაბათი აპრილი 08
In საზოგადოება14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში…
ოთხშაბათი აპრილი 08
In საზოგადოებააღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა…
ოთხშაბათი აპრილი 08
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით,12 და 13 აპრილს, ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ…
ოთხშაბათი აპრილი 08
In საზოგადოება