საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 2 სექტემბერს, ქუთაისში, 11:00 სთ-დან, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ, კოლონებთან, მასშტაბური სკრინინგ-აქცია იგეგმება.
ჩატარდება ც ჰეპატიტის, აივ შიდსის და ბ ჰეპატიტის სკრინინგი მობილური ლაბორატორიული ერთეულის გამოყენებით.
ამავე სივრცეში მოეწყობა ჰიპერტენზიის სკრინინგი და გაკეთდება ლაბორატორიული კვლევები გლუკოზის განსაზღვრის მიზნით.
ასევე, ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით, 40 წელს ზევით ქალბატონებისთვის, ჩატარდება სკრინინგი .