12 ივნისს, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ქუთაისის ცენტრალური სკვერის მიმდებარედ, ჰიპერტენზიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება გაიმართება. სამედიცინო აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს არტერიული წნევის გაზომვითა და სპეციალისტისგან მიიღოს საჭირო კონსულტაცია. პარალელურად, ჩატარდება უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და B ჰეპატიტზე.
აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ჰიპერტენზიის ასოციაციის, ასევე, ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებითა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ეწყობა.