უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე.
დევნილთა,ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირეტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ქუთაისში, ის დასახლებები მოინახულა, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრობენ.