პირველი სკოლის პედაგოგის სავარაუდოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინფიცირებას არც გამორიცხავს და არც ადასტურებს შ.პ.ს ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის მოადგილე .ირაკლი ცხვედიანის განმარტებით,დადგენილი წესის თანახმად საზოგადოებრივი ტრანსპორტი დეზინფიცირებას ყოველ საღამოს გადის.
,,ტრანსპორტი ყოველ საღამოს გადის დეზინფიცირებას. ყველა ის დეტალი, სადაც ხდება მგზავრის მიერ ხელის შეხება, მუშავდება, მაგრამ დღის განმავლობაში ფიზიკურად შეიძლებელია რამდენი მგზავრი ავა ტრანსპორტში ან ჩამოვა, მოხდეს დეზინფიცირება,, აცხადებს ირაკლი ცხვედიანი.
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში პედაგოგის დაინფიცირების სავარაუდო წყაროდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სახელდება.