პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცალა. 44 წლის ვანო სანებლიძე პოლონეთში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ წავიდა.მისი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს.
ერთ-ერთი ვერსიით, მას დამსაქმებელთან ქონდა კონფლიქტი, რომელმაც კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადა, რასაც შელაპარაკება მოყვა. შედეგად სანებლიძე დაიღუპა.დედის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამსაქმებელი დაკავებულია.
ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება. მათთვის ჯერ უცნობია როდის მოხერხდება ცხედრის ჩამოსვენება.ისინი დახმარებას საქართველოს საელჩოს თხოვენ.დედის თქმით, ოჯახს ჩამოსვენებისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია.