გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უხვი ნალექის შესახებ აფრთხილებს.
დღეს,12 იანვარს, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი,მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უხვი ნალექის შესახებ აფრთხილებს.
დღეს,12 იანვარს, საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი,მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი.
საქართველოში მოქმედი შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის, რაც შეზღუდვების უსაფრთხოს მოხსნის გარანტიას იძლევა.
,,იცით, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჯანდაცვის სექტორის და მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაინც მაღალია ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი. ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და ევროპის მთელი რიგი ქვეყნები ამკაცრებენ ამ დღეებში რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, წერტილოვანი შეზღუდვების.
ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ორი-სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, როგორიცაა ვაჭრობის სექტორი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი “, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ხარაგაულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით ადვოკატებმა , ყოფილმა პატიმრებმა და პატიმრების ოჯახის წევრებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს.ქუთაიისის მერიის წინ შეკრებილებმა ამნისტიის აქტის გადახედვა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.
,,ჩვენ ვითხოვთ,რომ რაც შეიძლება მეტ პატიმარს შეეხოს ამნისტიის კანონპროექტი .ის,რომელიც იყო მიღებული პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით,არ ასახავს საზოგადოების მოლოდინებს.ჳითხოვთ,რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეხოს ეს აქტი,,-აცხადებს ალექსანდრე კაპანაძე, ,,მოძრაობა ჰუმანურობისათვის ,, დამფუძნებელი.
მისი თქმით,ციხეებში ანალოგიური მოთხოვნით შიმშილობენ პატიმრები.აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გეგუთის კოლონიაში 400-მდე პატიმარი შიმშილობს.
პარლამენტში წარდგენილ „ამნისტიის შესახებ“ პროექტს, სავარაუდოდ, 11 იანვრის სხდომაზე დაამტკიცებენ.
დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, აქცია გაიმართა-,,ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე,,.სამოქალაქო აქტივისტებმა სამღვდელოების ნაწილის მიერ გამოთქმული ანტიებრაული განცხადებები დაგმეს.საუბარია დეკანოზ ილია კარკაძისა და ასევე ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანეს მიერ ქადაგებების დროს გაკეთებულ განცხადებებზე,როცა მათ ებრაელი ხალხი უარყოფით კონტექსტში მოიხსენიეს. აქციის მონაწილეების თქმით,ეს ქუთაისის მოსახლეობის პოზიციას არ გამოხატავს.
სასულიერო პირების განცხადებები დაგმო საქართველოში ისრაელის ელჩმაც.
ქვეყნის მასშტაბით ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე…
სამშაბათი ივლისი 28
In ეკონომიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოება"საზაფხულო ბანაკი 2026-ის" პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 13-დან 17…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებარუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ…
ორშაბათი ივლისი 27
In საზოგადოება