სამტრედიის მუნიციპალიტეტში მაშველებმა მდინარე რიონის მეორე მხარეს დარჩენილი ოთხი ადამიანი გამოიყვანეს.
ხანგრძლივი წვიმის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში პრობლემები შეიქმნა.
განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მოსახლეობას, ასევე წყალტუბოს და ხარაგაულს, სადაც მდინარე ძირულამ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა და ბორითის თემში დროებითი ხიდი წაიღო.
,,უხვმა ნალექმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შექმნა პრობლემები. ზოგან დაიტბორა სავარგულები, ჩაიხერგა გზები.თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამსახურები და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გზა ჩახერგილი არსად არ არის,,- აცხადებს ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.
უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ბაშში.სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, დაზარალდა 15 ოჯახი. ზარალის დათვლა აწი დაიწყება.
,,მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა თუკი ნალექი გაგრძელდება, არის საშიშროება, რომ ვითარება უფრო დამძიმდეს. ვართ მზადყოფნაში,რომ საჭიროების შემთხვევაში დავეხმაროთ მოსახლეობას.- ,, აცხადებს ვალერიან ფოცხვერია, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი.
ქუთაისში ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. დაიტბორა ავტოქარხნის დასახლებაში ხარებავას ქუჩის ნაწილი.მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ. დატბორილია 37-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაც.
,,დიდი ხანია ეს პრობლემა გვაქვს. მთავარი, რაც გვაწუხებს, არის ის, რომ არ გვაქვს სანიაღვრე არხი. შარშან რამდენიმე ადგილას გაკეთდა სანიაღვრე, თუმცა ეს ბოლო ადგილი დარჩა გაუკეთებელი. წვიმის დროს ნიაღვარი მოდის და წყალი აქ გროვდება.,, აცხადებს შილაკაძე გიორგი, ადგილობრივი მცხოვრები.
,,იყავით მერიაში, მუნიციპალიტეტში, მაგრამ არავინ არ მოსულა . იძახიან დღეს გავაკეთებთ, ხვალ გავაკეთებთ, მაგრამ შედეგი ნოლი ,,-ამბობს ზურა ჩუბინიძე, ადგილობრივი მცხოვრები.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3.6-კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე…
სამშაბათი ივლისი 28
In ეკონომიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოება"საზაფხულო ბანაკი 2026-ის" პირველი ნაკადი ბაკურიანში გაემგზავრა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრადიციული საზაფხულო ბანაკი 13-დან 17…
სამშაბათი ივლისი 28
In საზოგადოებარუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. ამ…
ორშაბათი ივლისი 27
In საზოგადოება