ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში კომენდანტის საათის გაუგმება არ იგეგმება. განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ გურიაში ყოფნის დროს გააკეთა.
„კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, ასევე არ გვაქვს ამის ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია, ისევე როგორც მსოფლიოში.
ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს.,, -განაცხადა მინისტრმა.