საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, წევრის განცხადებას ეხმაურება და აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით ყოველგვარ კორუფციას გამორიცხავს.
,,რა კორუფციაზეა საუბარი ვერ გავიგე.ამ წუთის მდგომარეობით სამუშაოები შეჩერებულია, კომპანია დაჯარიმებულია, მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები, თუ არ გააგრძელა უახლოეს პერიოდში სამუშაოები, შეუწყდება კონტრაქტი და გამოცხადდება ხელთავიდან კონტრაქტი და გამარჯვებული გააგრძელებს სამუშაოებს. ამ პროექტთან დაკავშირებით გაცემულია მხოლოდ ის თანხა, რა სამუშაოებიც არის შესრულებული. ზედმეტი ერთი თეთრი არ არის გადახდილი.პირველი ფენა ასფალტია რაღაც ნაწილზე დაგებული, ტროტუარებია გაკეთებული, ბორდიულები, სანიაღვრე ჭები დევს.სამუშაოები შეწყდა 15 თებერვლიდან, ხოლო თვითონ პროექტი დაიწყო 1 ოქტომრიდან,,-აცხადებს ბაქარ ჭეიშვილი.