28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანა შეზღუდვების რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას. საქართველოს მტავრობა დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვებზე პასუხებს ავრცელებს
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანა შეზღუდვების რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას. საქართველოს მტავრობა დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული შესაძლო კითხვებზე პასუხებს ავრცელებს
სუპერმარკეტ ,,მაგნიტის" თანამშრომლების საპროტესტო აქცია ქუთაისში.
წუხელ გვიან ღამით ისინი სავაჭრო ქსელის ერთ ერთ ობიექტთან შეიკრიბნენ და კუთვნილი ანაზღაურება მოითხოვეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სუპერმარკეტის ადმინისტრაციამ 30 მდე კაცი სამსახურიდან შეთითხნილი ბრალდებით გაათავისუფლა და ხელფასი არ მისცა. შეკრებილებს სიტყვიერი დაპირისირება მოუვიდათ ობიექტის დაცვის თანამშრომლებთან. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები.
28 ნოემბრიდან შეზღუდვები მკაცრდება .გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.
ქუთაისში და კიდევ 7 დიდი ქალაქში , სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება და იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
16 იანვარი - 31 იანვარი - აღდგება, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).შაბათ-კვირას სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.
3 იანვარი - 15 იანვრის პერიოდში ცხადდება უქმე/დასვენების დღეები.აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით,28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით იკრძალება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
ქალაქ ქუთაისში იკრძალება ტრანსპორტის მოძრაობა.
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება.ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქუთაისშიც ,აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.2 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ისევ გამკაცრდება.
16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა,(გარდა შაბათ-კვირისა).შაბათ-კვირას ტრანსპორტი აჩერებს მუშაობას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება.
შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება.
21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება.
16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი…
ორშაბათი აპრილი 13
In საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი…
პარასკევი აპრილი 10
In რელიგიაქუთაისში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოება1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოება