ამ დრომდე გადაკეტილია გზა გუმათჰესთან, სადაც პოლიციას ბლოკპოსტი აქვს შექმნილი. მოსახლეობა და აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას ამჟამად სოფელ გუმათთან აპროტესტებენ.სოფელ ნამოხვანში კარვები აღებულია, ხოლო ის ადგილი, სადაც კარვები იყო განთავსებული, ტრაქტორის მიერ არის გადახნული.
,,დღევანდელი შეკრების მიზანია ის, რომ მოგვცენ უფლება მშვიდობიანად გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი ნამოხვანში, იქ, სადაც გვქონდა კარვები გაშლილი. კატეგორიულად მოვითხოვთ მოგვცენ გადადგილების უფლება. კარვები უკვე გადატანილია, ტერიტორია გადახნილია, ჩვენი ნივთები დაზიანებულია.გვაქვს გეგმა, რომ დავრჩეთ ხეობაში და აქ გავაგრძელოთ პროტესტი,თუ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადმოდგამს და არ შეაფასებს ამ პროცესს საღად, მოგვიწევს რომ პროტესტმა გადაინაცვლოს სხვა სივრცეში, რაც მათთვის იქნება უფრო მძიმე და ჩვენთვის უფრო დიდი პასუხისმგებლობა. გვინდა რომ მშვიდად დასრულდეს ეს ჩვენი ბრძოლა, რომელიც არის სამართლიანი და კანონიერი,,-განახვადა ვარლამ გოლეთიანმა.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქტივისტების და მოსახლეობის პროტესტი უკვე 170 დღეა გრძელდება.