საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ.
რიონის ხეობის მოსახლეობამ,რომლებიც უკვე 35-ე დღეა აქციებს მართავენ და ნამოხვანის კასკადის მშენებლობის აკრძალვას მოითხოვენ , დახმარებისთვის ამერიკის საელჩოს მიმართა.ადგილობრივები ამერიკის ელჩს,კელი დეგნანს შეხვედრას და მოსმენას თხოვენ.მათი თქმით , საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევთ.აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებიც შეუერთდნენ.
რიონის ხეობის მოსახლეობა ნამოხვანის ჰესების მშენებლობის აკრაძალვას და ტერიტორიიდან კომპანია,,ენკას,, გასვლას ითხოვს.
დღეიდან დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში დამატებითი შეზღუდვები წესდება.
უფრო კონკრეტულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთია:
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა იკრძალება.
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
რაც შეეხება გადაადგილებას, ქუთაისსა და კიდევ 7 ქალაქში იკრძალება ტრანსპორტის მოძრაობა.
24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქუთაისშიც.აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
2 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები ისევ გამკაცრდება.
16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა,(გარდა შაბათ-კვირისა).შაბათ-კვირას ტრანსპორტი აჩერებს მუშაობას
დღეიდან 21:00 სააათიდან გადაადგილება იკრძალება.
რეგულაცია მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება.
21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება.
16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.
ქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუსი დაუდასტურდა.ინფორმაცია თავად იოსებ ხახალეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
კორონავირუსით საქართველოს მასშტაბით არაერთი მედიკოსი დაინფიცირდა,მათ შორის არიან ექიმები იმერეთშიც .
კოვიდმიმღებ კლინიკაში მომუშავე ერთ_ერთ მედიკოსს ვირუსი 11 დღის წინ დაუდასტურდა,თუმცა ამის მიუხედავად, მუშაობას წესების სრული დაცვით განაგრძობს.ექიმ გიორგი სხილაძის თქმით, მის შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ,მსუბუქად მდინარეობდა.ახალგაზრდა მედიკოსს სრულად გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა პაციენტების წინაშე.ექიმის თქმით, ყველაზე მეტად სასიხარულოა,როცა გამოჯანმრთელებული პაციენტები ტოვებენ კლინიკას.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი…
ორშაბათი აპრილი 13
In საზოგადოებადღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი…
პარასკევი აპრილი 10
In რელიგიაქუთაისში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოებაბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძემ, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოება1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის…
ხუთშაბათი აპრილი 09
In საზოგადოება