პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში (იმერეთის რეგიონში: ხონის, ვანის, თერჯოლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;გურიის რეგიონში: ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები; რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში: ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტები) ჩატარდა ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის განხორციელების მესამე მონიტორინგი.
კვლევა მიზნად ისახავდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე მონიტორინგის დროს შემუშავებული რეკომენდაციების შედეგად მიღწეული პროგრესის შეფასებას, შესაბამისი ახალი რეკომენდაციების შემუშავებასა და ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის მიწოდებას.
რეფორმის მიმდინარეობის შეფასება ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ გვერდების მონიტორინგის, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის და ადგილებზე მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის დაკვირვების საფუძველზე.მონიტორინგის ინდიკატორები განხილული იყო სამი ძირითადი ელემენტის თანახმად:გამჭირვალობა,ეფექტინობა,ინკლუზიურობა.
მონიტორინგის შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტისათვის სამივე მიმართულებით შემუშავდა რეკომენდაციები.
პრეს-კონფერენციაში მონაწილეობამიიღეს ნ კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდ „სოხუმის“, მეწარმე ქალთა ფონდის და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ წარმომადგენლებმა, მათ ჟურნალისტების მიერ მონიტორინგის შესახებ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
პროექტი „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით” დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.