სისხლიანი დაპირისპირება იმერეთში,წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონში. სავარაუდოდ მოკლულია ორი ადამიანი
სისხლიანი დაპირისპირება იმერეთში,წყალტუბოს რაიონის სოფელ რიონში. სავარაუდოდ მოკლულია ორი ადამიანი
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმიანება ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში.
გუმათჰესთან მიმდინარე აქციაზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა კარავი გაშალეს.გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს,რაც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს რიონის ხეობისკენ გადაადგილების უფლება პოლიციამ არ მისცა.
კიდევ ერთხელ მივმართავ სამართალდამცვლებს,,მოვიდნენ და გვითხან, რომ აქ დამრჩენ ადამიანებს კომენდანტის საათის დადგომის შემდეგ აღარ შეექმნებათ პრობლემა"-განაცხადა აქციის ერთ -ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა წუხელ 12 აქტივისტი 2000 - 2000 ლარით დააჯარიმეს. სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები ხეობაში გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ, რადგან გზა პოლიციას ქონდა გადაკეტილი.სამართალდამცველებმა ისინი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს.
გუმათის დასახლებაში,გუმათჰესთან "რიონის ხეობის მცველების მიერ ორგანიზებული აქცია გრძელდება.ამ ეტაპზე შეკრებილები ფეხით მსვლელობას აღარ გეგმავენ.მათ ამის უფლებას პოლიცია არ აძლევს.როგორც აქციიე ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს,ადგილზე კარვის გაშლა იგეგმება.გოლეთიანი უახლოეს პერიოდში აქციას აანონსებს, როგორც აცხადებს,მათ მოთხოვნებს კიდევ სხვა პუნქტებიც დაემატება.
,,მოსალოდნელი საფრთხეების და ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, დროებით უნდა შევზღუდოთ ხეობაში ამ რაოდენობის ხალხის გადაადგილება "-განუხცადა შეკრებილებს პოლიციის მაღალჩინოსანმა.
"ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ, რომ გადავიდეთ დაპირისპირებაში და არ ვცდით კორდონის გარღვევას.აქაც ვაპირებთ გავშალოთ კარვი და გაჩნდება ხეობაში პროტესტის მეორე კერა.არ გვსურს ვინმე დაზიანდეს . ეგ არის ის, რაც მათ უნდათ ახლა,რომ განმუხტონ პროტესტი"-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
გუმათის დასახლებაში "რიონის ხეობის მცველების"მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.აქციაზე შეკრებილები გზის გახსნას ითხოვენ.ისინი გეგმავენ ფეხით მსვლელობის მოწყობას იმ ადგილამდე,სადაც კარვებია განლაგებული და სადაც უწყვეტი პროტესტი 161 დღეა გრძელდება.როგორც მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის"წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი ამბობს,პოლიცია მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს,მიზეზად კი სამართალდამცველები უსაფრთხოებას ასახელებენ.
კომპანია „ენკა რინიუებლზი“ ,რომელიც რიონის ხეობაში 105 მეტრიან ჰესს აშენებს, სახალხო დამცველს მიმართავს,შეისწავლოს პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან მათი თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონის ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა. საქართველოს თურქულ კომპანია Enka…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31…
ხუთშაბათი სექტემბერი 17
In საზოგადოებასაავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაშური-სურამი-რიკოთის გვირაბის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ5-კმ12 მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ელექტრონული ტენდერი…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. განახლებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები…
ოთხშაბათი სექტემბერი 16
In საზოგადოებაქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ქალაქში კიდევ ოთხი გამორჩეული მურალი შეიქმნა. ნიკეას ქუჩის სამი მაღლივი კორპუსის…
სამშაბათი სექტემბერი 15
In საზოგადოება