მეორე დღეა გრძელდება ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი. ხელფასის 30%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება- ეს ის მთავარი მოთხოვნებია რის გამოც ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გუშინ გაიფიცნენ.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ერთ-ერთ მონაკვეთზე დასაქმებულები, სოფელ ბორითში, მშენებელი კომპანია "ჰუნანის" ოფისთან შეიკრიბნენ. . აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამუშაო პროცესში უსაფრთხოება დაცული არ არის.ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.
სამუშაოს მწარმოებელ კომპანია ,,ჰუნანის,, წარმომადგენლებს ჟურნალისტებთან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.