ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერან 100 წლის ნონა აგიაშვილს ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლის თავი მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ მიულოცა. დღესვე მერის პირველმა მოადგილემ კახა ენუქიძემ, მერიის საკრებულოს და აიპების წარმომადგენლებთან ერთდ, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, თანამებრძოლების ხსოვნას პატივი სამამულო ომის მონაწილემ ნონა აგიაშვილმა მიაგო. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 70 000 ადამიანი იბრძოდა, საიდანაც ნახევარზე მეტი ომში გმირულად დაეცა და უკან არ დაბრუნებულა.
