https://www.youtube.com/watch?v=knhSi8vHSUk
https://www.youtube.com/watch?v=knhSi8vHSUk
13 დეკემბერს, ქუთაისში, სასტუმრო „გელათი რეზიდენს“-ში გამართა - "ქალები და ახალგაზრდები - ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციისათვის“ პროექტის ფარლებში, შემაჯამებელი შეხვედრა.




ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმი“ დასავლეთ საქართველოს ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტის: ქუთაისი, ხონი, სენაკი, წყალტუბო, ზუგდიდი - დევნილთა განსახლების ადგილებში, საინფორმაციო კამპანიას მართავს.
აღნიშნული კამპანია მიზნად ისახავს დევნილთა თემში გენდერული ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და მათ დისკუსიებში ჩართვას.
ხუთივე სამიზნე მუნიციპალიტეტში იგეგმება: შეხვედრები ექიმების ჯგუფთან, სადაც ოჯახის ექიმის, მამოლოგის, გინეკოლოგის დახმარებით დევნილი ქალები მიიღებენ კომპეტენტურ ინფორმაციას ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიური ზეგავლენის შესახებ; ასევე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და სკრინინგ-პროგრამებზე. აღნიშნული სამედიცინო აქცია მიზნად ისახავს ქალთა/გოგონათა ჯანმრთელობის საჭიროებების იდენტიფიცირებას, ჯანდაცვის სერვისებზე მათი ინფორმირების და ხელმისაწვდომობის გაზრდას.
გარდა ამისა, დევნილთა თემი ჩაერთვება ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ „ფორუმ თეატრის“ წარმოდგენაშიც, რომლის დროსაც აქტიურად იმსჯელებენ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მისი აღკვეთის გზებზე.
აქტივობები ჩატარდება შემდეგ თარიღებსა და ლოკაციებში:
წყალტუბო - 01.12.23. ხონი - 05.12.23. ზუგდიდი - 06.12.23. სენაკი - 08.12.23. ქუთაისი - 09.12.23.
ერთად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ!
„დაარღვიე დუმილი, აღკვეთე ძალადობა!“
აღნიშნული კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში
ბაღდათის მუნიციპალიტეტში საქართველოს ბანკის ფილიალი გაიხსნა. ფილიალი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა ნოდარ გიორგიძემ, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებთან…
შაბათი იანვარი 24
In საზოგადოებაჭიათურის სამგზავრო ბაქანსა და მოსაცდელ პავილიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია,,ბინი,, შეასრულებს. ჭიათურის სამგზავრო ბაქანსა…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოება24-26 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი 24-25 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26…
პარასკევი იანვარი 23
In საზოგადოებაახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პროექტი - ,,LEVEL UP“ განხორციელდა. ოთხდღიანი საბანაკე პროგრამის…
ხუთშაბათი იანვარი 22
In საზოგადოებატყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის,თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და…
ოთხშაბათი იანვარი 21
In საზოგადოება